გმარჯობა ქართველო სტიმერებო,
ძალიან ბევრი მეკითხება, ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი, მეზობელი და ა.შ თუ რა არის ეს ბიტკოინი, ე.წ კრიპტოვალუტა, საიდან მოვიდა , რისთვის არის ეს ყველაფერი და რატომ არის ნახევარი სამყარო სრულიად შეშლილი ამ ელექტრონული თუ ვირტუალური "რაღაცეებით".
მოკლედ, მინდა გითხრათ ის, რაც თვის დროზე ბიტკოინის შემქმნელაც კი არ იცოდა
მიუხედავად უზარმაზარი პოპულარობისა, ხალხის დიდი უმრავლესობა - ბანკირების, კონსულტანტების, მეცნიერებისა და დეველოპერების ჩათვლით, არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის კრიპტოვალუტა. ხშირ შემთხვევაში ბევრმა არ იცის ძირითადი ცნებებიც კი.
ბიტკოინი - დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტა, შექმნა დღემდე უცნობმა პიროვნებამ ან პიროვნებების ჯგუფმა ფსევდონიმით - სატოში ნაკამოტო. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბიტკოინი შემქმნელების პროექტით არ უნდა ყოფილიყო ელექტრონული ფული. იგი უნდა ყოფილიყო ფულის ციფრული სისტემა (“A Peer-to-Peer Electronic Cash System.“), რომლის მთავარი დამახასიათებელი თვისება იქნებოდა დეცანტრალიზებულობა და პირდაპირი კავშირი ტრანზაქციების განმხორციელებლებს შორის რაც შეამცირებდა ხარჯებს და ასევე შეამცირებდა ტრანზაქციების განხორციელების დროსაც.
გახსოვთ iMesh? ან იცით რა არის ტორენტი? დაახლოებით აქ არის ჩვენი კრიპტოვალუტის დეფინიციაც.
არ არსებობს ერთი ცენტრალური სერვერი საიდანაც იმართება ეს ყველაფერი. ბიტკოინი იყენებს მთელ ქსელს, თვენს კომპიუტერსაც კი.
რეალურად ბიტკოინმა უნდა მოახდინოს კრიპტოგრაფიული ხელმოწერებით დადასტურებული ტრანზაქციების ჩაწერა და ამის საფუძველზე შესაბამისად მათი განხორციელება.
იყენებეს ვინმე ამ ფუნქციას დღეს? არა, მაგრამ თავად ბიტკოინი ინოვაციის გამო იქცა საოცრად მიმზიდველ და მოდურ პროდუქტათ. ამ წარმოუდგენლად დიდმა მოთხოვნამ მისი ფასი ასტრონომიულ ციფრებამდე აიყვანა. დღეს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალი 400 000 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. თითქმის ნახევარი ტრილიონი.
გაინტერესებთ გაიგოთ მეტი? მაშინ მაცნობეთ ამის შესახებ ამ პოსტზე კომენტარის დაწერის გზით და მეც არ დავიზარებ, რომ უფრო დაწვრილებით მოგითხროთ ბიტკოინის, მისი მსგავსი სხვა კრიპტოვალუტების და ზოგადად ბლოქჩეინის შესახებ.
მადლობა ყურადღებისთვის.