კრიპტოვალუტებმა სერიოზული დარტყმები მიიღეს ჯერ კორეის მთავრობისგან, შემდეგ ჩინეთიდან და ინდოეთიდან. არც სხვებმა დააკლეს და მოლოდინებიც შეიცვალა. დიდი ფული ამოვარდა ინვესტიციებიდან და მარტო ბიტკოინმა კაპიტალიზაციიდან 60 მილიარდი დაკარგა.
დღეს ახალი დარყმა მიიღო კრიპტომ. VISA-მ გამოაცხადა, რომ საკრედიტო ბარათებით კრიპტო ტრანზაქციები შეაჩერა. იგივე გააკეთა Discover-მა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ ყველაზე ძველ საკრედიტო ბარათების ბრენდს, Diners' Club-ის მფლობელია.
თუმცა ბარათების კომპანიები იმასაც ამბობენ, რომ სადებეტო ბარათებით ტრანზაქციებზე არ აქვთ პრობლემა. მხოლოდ საკრედიტო ბარათებზე აკეთებენ აქცენტს, რადგან მიაჩნიათ, რომ რისკი დიდია. შესაძლოა საკრედიტო ლიმიტი მთლიანად აითვისოს ბარათის მფლობელმა კრიპტოვალუტის შეძენით და შემდგომ ვეღარ დააბრუნოს ვალი. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ბარათების კომპანიები ფიქრობენ კრიპტოვალუტების ფასები კიდევ დაეცემა.
ასევე მიზეზად სახელდება ისეთი უარყოფითი მხარეები როგორიცაა მაღალი რყევები და თაღლითობა.
შევხედოთ როგორ აისახება ეს ფაქტორი კრიპტოვალუტის ფასებზე დღეს-ხვალ.
ამ მომენტისათვის ბიტკოინი 10 000 დოლარის ზღვარზე მერყეობს. წინა კვირას დაწყებული აღმასვლა დამთავრდა იმით, რომ ფასმა ვერ დასძლია 12 000 დოლარის ბარიერი და ისევ დაეცა 9500-10000 რეგიონში.