მინდა გამომეხმაუროს ქართველი სტიმერები. საინტერესოა არის თუ არა ქართველებში ეს კომუნა პოპულარული და რამდენად ეფექტურად იყენებენ მას ქართველები. ზოგადად კრიპტოვალუტის ბუმი საქართველოსაც არ აკლია და წესით აქაც უნდა იყვნენ ენთუზიასტები.
მოკლედ რა არის სტიმი და როგორ მუშაობს ის:
- ეს არის ჩვეულებრივი სოციალური ქსელი, სადაც სტიმის, როგორც კრიპტოვალუტის გამომუშავება ხდება თქვენს პოსტებზე მოწონებების რაოდენობიდან და მათი წონიდან გამომდინარე
- გამომუშავებული სტიმი სხვა სტიმს გამოიმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მისი PowerUP-ი არის გაკეთებული და ბალანსზე არ არის როგორც თავისუფალი სტიმი, არამედ "მუშა" სტიმი.
- რაც მეტია მუშა სტიმი, მით მეტია მოწონების ძალა და შესაბამისად მით მეტ ღირებულებას შეიცავს ასეთი მოწონება
- PoweredUP ანუ გაძლიერებული სტიმი, შეიძლება ასევე ეწოდოს მუშა სტიმი ფაქტიურად ახდენს მაინინგს, ანუ სტიმის როგორც კრიპტოვალუტის გამომუშავებას.
- იმისათვის, რომ ფულით შევიძინოთ სტიმი, საჭიროა ვიქონიოთ სხვა კრიპტოვალუტა. ყველაზე მოქნილი არის ამ შემთხვევაში (ქართველებისთვის) ბიტკოინი ან ლაითკოინი. ამ ვალუტების შეძენა შესაძლებელია emoney.ge-ზე და შემდეგ აქედან blocktrades.us საშუალებით სტიმის ყიდვა.
- steemit.com-ზე არის მეორე ვალუტაც - SBD (Steem backed dollars). იმის მიხედვით თუ რა ოპციით ვაკეთებთ პოსტის აფლოუდს, შესაძლებელია გადახდა მივიღოთ 50/50-ზე პრინციპით, შესაბამისად სტიმით და SBD ვალუტით.
- დღეისათვის (18,12,2017) SBD 5-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე სტიმი. შესაბამისად მათი გამომუშვება უფრო მეტ სარგებელს გვაძლევს აღნიშნული კურსიდან გამომდინარე.
- საქმე იმაშია, რომ SBD არის აშშ დოლარზე მიბმული ციფრული ვალუტა და განზრახული იყო მისი კურსი ყოფილიყო 1-1 -ზე აშშ დოლართან. ამიტომ ნომინალურად ხდება გადახდა 1-1 ზე თუმცა მისი რეალური კურსი არის 5 სტიმი ან 10 აშშ დოლარი. ამიტომაც დღეისათვის თითოეული გამომუშავებული SBD დაახლოებით 10ჯერ მეტ დოლარს გვაძლევს ვიდრე პროექტის შექმნის მომენტში იყო გათვალისწინებული.
მოკლედ,
ვისაც აინტერესებს, შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ პოსტს და გავმართოთ დისკუსია.